აშშ ირანის, რუსეთისა და ჩინეთის შეკავების სტრატეგიას აღადგენს- მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლემიანის ლიკვიდაცია შეკავების სტრატეგიის ნაწილი იყო. ამ სტრატეგიაში მოიაზრებიან არამარტო ირანი, არამედ ჩინეთი და რუსეთიც.  

“მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა მარტო მოგვეპოვება იმის შესაძლებლობები, რომ მისი მოქმედებებისთვის ფასის გადახდა მოვთხოვოთ, არამედ მართლა მზად ვართ ამის გასაკეთებლად”, – ამბობს პომპეო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა , ამერიკის ახალი იარაღის გამოცდა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება რუსეთის შეკავების პოლიტიკის გამო მოხდა.