ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პატრიარქმა ახალ ელჩს საპატრიარქოში უმასპინძლა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობასა და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.