ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას აზრით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი. მისი თქმით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას.
“აშშ-ის მთავრობა მკაფიოდ უჭერს მხარს ჩვენს პოლიტიკას და რეფორმებს, რომელიც ტარდება საქართველოში. დემოკრატიულ რეფორმებს. მათ შორის, ცალსახად არის აღნიშნული, რომ ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, მეოთხე ტალღასთან მიმართებაში”- ამბობს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურისა და სამასამართლოს მიუკერძოებლობა.
,,დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან”, – წერია
დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში.