ამერიკის შეერთებულ შტატების შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” წერს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობის 20,500 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია რომ ეს მაჩვენებელი 2016 წელს 14,900 იყო.გამოკითხვაში 100 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. მკვლევრები ამბობენ, რომ გამოკითხვამ 95%-იანი სიზუსტით ჩაიარა.ირკვევა, რომ სამიდან ერთ შეთხვევაში სექსუალური ძალადობის ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს მაჩვენებელი ძირითადად 17-24 წლის ჯგუფებშია დაფიქსირებული