აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო. სიახლე უკვე ამოქმედდა.
აშშ-ში შესვლის მსურველი ვალდებულია ვიზის მისაღებად საელჩოში სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიშები წარადგინოს.
დამატებითი პუნქტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შემოიღეს.მიზეზად კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბოლო წლებში სოციალური ქსელები ტერორისტული აქტივობის მნიშვნელოვან მოედნად გადაიქცა.
მათი განცხადებით, დამატებითი ცნობების მიღება გააუმჯობესებს აპლიკანტის ვინაობის შემოწმებისა და დადასტურების პროცესს. ახალი რეგულაცია ტურისტული, სტუდენტური და სამუშაო ტიპის ვიზებს შეეხება. გამონაკლისი იქნება დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზები.