” აშშ მზადაა ბელარუსი ენერგორესურსებით სრულად მოამარაგოს”- მაიკ პომპეო

ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდება სრულად უზრუნველყოს. ბელარუსის მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მინსკში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენი ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, 100 პროცენტი ნავთობის მოგაწოდონ კონკურენტულ ფასებში“, – განაცხადა პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 წლის მანძილზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომელიც აშშ-ის მაღალჩინიოსანმა ქვეყანაში განახორციელა. 2006 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა მინსკი პოლიტიკურ რეპრესიებში დაადანაშაულა. მაშინ ბელარუსმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი უკან გაიწვია, ხოლო აშშ-ის დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.