აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი დადო

საქარველოში ამერიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს და კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.
ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვა ელჩი საქართველოში, მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

დეგნანის კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა, დეკემბერში კი სენატმა ის ელჩად დანიშნა.