შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის დირექტორი, დენ ქოუთსი თანამდებობას აგვისტოში დატოვებს.
მის შემცვლელად დონალდ ტრამპი ტეხასელი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის დასახელებას აპირებს.
როგორც ცნობილია, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი პრეზიდენტ ტრამპთან დაპირისპირება გახდა. მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არსებითად განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდათ. კერძოდ, რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში, ბირთვული შეთანხმება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ჰარმონიზაციის მცდელობა.
ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ჯონ რეტკლიფი პრეზიდენტის თანამოაზრეა. მან ტრამპისადმი აშკარა მხარდაჭერა გამოხატა კონგრესში, რობერტ მალერის დაკითხვის დროს, რომელიც სწორედ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდებოდა.