აშშ-ს გუშინ ღამით სილა გავაწანით- ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

,,წუხელ ჩვენ მათ სილა გავაწანით”,- განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. მან ამის შესახებ სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონში ამერიკის ყოფნას არ შეეგუება. ,,ასეთი სამხედრო ქმედება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში აშშ-ის გამრყვნელი არსებობა დარსულდეს”,- აცხადებს აიათოლა ალი ხამენეი.

8 იანვარს, გვიან ღამით ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზას, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ, ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ავიადარტყმაზე პასუხისმგებლობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი განცხადებით, ეს არის წარმატებული ოპერაციის დასაწყისი სახელწოდებით “წამებული სულეიმანი“. 

პენტაგონის ინფორმაციით, სამხედროებმა ბაზების დატოვება მოასწრეს და მათგან არავინ დაშავებულა.