“აშშ-ს საელჩოს განცხადებით შეშფოთებული არ ვარ” – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებით შეშფოთებული არ არის.

“შეშფოთების საშუალება არ მაქვს, ვინაიდან ეს არის ტიპიური სამართლებრივი საქმე, რომელზეც განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა , ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ. ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვართ ერთიან პოზიციაზე, რომ პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ამერიკის საელჩომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგანგებო განცხადება გააკეთა.