აშშ-ს სარაკეტო თავდასხმის დროს ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი, ქასემ სოლეიმანი დაიღუპა. ის ირანის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს, გამთენიისას მოკლეს.
62 წლის ირანელი მეთაური შუა აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფი ,,ქუდსი”-ს ლიდერი იყო. სწორედ ეს ქვედანაყოფია პასუხისმგებელი რეგიონში ირანის მიერ ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებზე. ის სირიაში და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებშიც აქტიურად იყო ჩართული და ბაშარ ასადს მისი მებრძოლების შეიარაღებით ეხმარებოდა. სოლეიმანი ლიბანში შიიტურ დაჯგუფება ,,ჰეზბოლასაც” აძლიერებდა. “ქათაიბ ჰეზბოლა” 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა.
სოლეიმანზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ ,,ტვიტერზე” ამერიკის დროშის ფოტო განათავსა. პენტაგონის განცხადებით, სოლეიმანის მკვლელობა ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
“პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების დასაცავად, შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი ხასიათის ზომები მიიღეს. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქუდსის ქვედანაყოფის მეთაური ქასემ სოლეიმანი. ქვედანაყოფი აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია,- აცხადებს აშშ თავდაცვის სამინისტრო.
მათივე თქმით, ოპერაციის მიზანი ირანისგან თავდასხმების პრევენცია იყო. რამდენიმე დღის წინ, ერაყში ამერიკის საელჩოს დაესხნენ დემონსტრანტები თავს, რის ორგანიზატორადაც ამერიკული მხარე ქასემ სოლეიმანს მიიჩნევს.
ირანის გავლენიანი სამხედროს მკვლელობამ შესაძლოა ამერიკასა და ირანს შორის სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანის სამხედრო და სულიერმა ლიდერმა, ალი ხამეინმა განაცხადა, რომ მათ , ვინც მკვლელობის უკან დგას, მძიმე შურისძიება ელოდებათ. ანალოგიური პირობა დადო ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარე ჰასან ნასრულამაც.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის , ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში შუა აღმოსავლეთის კოორდინატორი ფილიპ გორდონის თქმით, აშშ-ს მიერ სოლეიმანის მკვლელობა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.
სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადდა.