აშშ–ს ნევადას შტატის ასამბლეის ყოფილმა წევრმა, ლიუსი ფლორესმა აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან გამოცემა The Cut– ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.
მისი მტკიცებით ინციდენტი 2014 წელს, საჯარო ღონისძიების დროს მოხდა. “ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა უკნიდან და ხელი მხარზე დამადო. გავშეშდი: რატომ მეხება ვიცე პრეზიდენტი?“– წერს ფლორესი.
ამის შემდეგ ბაიდენმა ქალს თმაზე დაყნოსა. “ძალიან მეწყინა – იმ დღეს თავი არ დამიბანია, ვიცე–პრეზიდენტმა კი თმაზე დამყნოსა. თანაც რა ჯანდაბაა? რატომ ყნოსავს აშშ–ს ვიცე პრეზიდენტი ჩემს თმებს?“. ამის შემდეგ, როგორც ფლორი წერს ვიცე პრეზიდენტმა კისერში აკოცა. ქალი წერს, რომ შოკისგან ვერაფერი მოიმომედა და ვერც ვერაფერი თქვა.უნდოდა მიწა გასკდომოდა. საბედნიეროდ ის სცენაზე გამოიძახეს და ვიცე პრეზიდენტს გაეცალა.
2014 წელს ის 35 წლის იყო, ბაიდენი კი 71 წლის.
4 მარტს მსახიობმა და აშშ–ს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდამა როზანა ბარმა განაცხადა, რომ მეძავებად თვლის იმ ვარსკვლავებს, ვინც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოძრაობა #MeToo–ს უჭერს მხარს. მისი თქმით ცნობილი ქალები, რომლებიც სასტუმროს ნომრებში ღამის სამ საათზე მამაკაცთან აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ბრალდებებით გამოდიან, ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ სინამდვილეში თვითონვე არ ცდილობდნენ საკუთარი სექსუალური მომსახურებით ფულის და პრივილეგიების მიღებას. ის ვარაუდობს, რომ ცნობილი ქალები ჰარასმენთის ბრალდებებს კარიერული ზრდისთვისაც იყენებენ.
მოძრაობა #MeToo, რომლის წევრებმა სექსუალური ძალადობა და შევიწროება გადაიტანეს, სოციალურ ქსელებში 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მანამდე ჰოლივუდელმა მსახიობებმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.