ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

ასპინძაში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. 53 წლის მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.