ასპინძაში ორი წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა


ასპინძის სოფელ ფიაში მეორე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა. აივნიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი  საავადმყოფოშია გადაყვანილი,  ამ ეტაპზე  მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.