ასპინძაში ყველაზე პატარა სკვერის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 55 500 ლარი უჯდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეს ასპინძაში, მოცულობით ყველაზე პატარა სკვერია.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ექსიმ მეიდი“ ასრულებს.