დღეიდან, ბათუმსა და სენაკში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
მათი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.