აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია იმართება

აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია იმართება. მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, ტელევიზიის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზიაციების წარმომადგენლები ასე აპროტესტებენ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

ტელევიზიის მხარდასაჭერი აქცია ხვალ, 17 თებერვალს, 16 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთანაც გაიმართება.

“ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე”, –  მითითებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული აქციის აღწერაში.