აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა, თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ- ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს.
“ბათუმელების” ცნობით, თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს.
ამ წუთებში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. თუკი ნათია კაპანაძეს ბორდი გადააყენებს, 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
ტელევიზიის ახალი დირექტორის შარჩევამდე, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად კაპანაძის მოადგილე შეასრულებს.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში ნათია ზოიძეა.