აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, 30 სექტემბერს, 20 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. 

აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ორგანიზატორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს განცხადება გააკეთა. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

”მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში” – აღნიშნულია  განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეჩერდა.