ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ სამუშაოები დილიდან განახლდა, ხანძრის ქრობის პროცესში 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს რკონის ხეობაშიც. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.
რაც შეეხება სამეგრელოს რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ფახულანში და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო სოფელ ნაწულუკუშიც ხანძარი გაუჩნდა ეკა-ბარდს, თუმცა მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ასევე ლიკვიდირებულია ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარი.