ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით-“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება “მისი სუბიექტური” გადაწყვეტილებაა. ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,”- წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.