მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდზე ანტონი გრიზმანზე არაერთი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა გუნდის მფლობელმა ჯილ მარტინმა ყველა მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ გრიზმანის ბარსელონაში გადაბარგების შესახებ ჯერ კიდევ მარტში იცოდნენ.
,,ჩემთვის კარგად იყო ცნობილი სად გააგრძელებდა გრიზმანი კარიერას. ეს მარტიდან მოყოლებული ვიცი.” – აცხადებს ჯილ მარტინი.
გრიზმანმა ატლეტიკოს მაისურით 257 მატჩი ჩაატარა, სადაც 133 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი გახლდათ. მის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში იყო აქტიური საუბრები, თუმცა თავად ფეხბურთელმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ატლეტიკოში რჩებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ერთი სეზონით.