წყნეთის გზატკეცილი შესაძლოა ჩაიხერგოს- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს. როსტომაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოების აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ მეწყერის შემაკავებელი ნაგებობა დაზიანებულია.
“მეწყერის შემაკავებელი საინჟინრო ნაგებობა წყნეთის გზტკეცილზე კატასტროფულ მდგომარეობაშია!
95% სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ სეზონური წვიმების პერიოდში (მაისის ბოლოდან, ივნისის შუა რიცხვებამდე) აუცილებლად ჩამოინგრევა და ჩახერგავს თბილისი – წყნეთის ცენტრალურ გზატკეცილს. დაუყოვნრბლივ საგანგებო ზომებია მისაღები.
ფოტოზე კიდევ კარკად არ ჩანს რეალური მდგომარეობა.”-აცხადებს როსტომაშვილი.