„აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი“ – ჯაბა ჯიშკარიანი

აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანმა რუსი დეპუტატების ასამბლეაში მონაწილეობის გამო უმრავლესობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ მოვითხოვთ, პირველ რიგში, აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა, ვიღაცამ არა, ვიღაცეებმა კობახიძესთან ერთად. რომ გამოდიან მამუკა მდინარაძე, რომ გამოდის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“, ბატონი თალაკვაძე, გამოვიდნენ და ახსნან რეალობაში, რა მოხდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი. ამას ითხოვს ქართველი საზოგადოება. ამის გამო, ეს არ არის ჯაბა ჯიშკარიანის მოთხოვნა, ამის გამო ათასობით მოქალაქის სისხლია დაღვრილი ჩვენი ძმების. ვიღაცა უნდა დაისაჯოს აუცილებლად ამ გადაწყვეტილების გამო,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.