საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე “არ იქნება დაბრკოლება”. ამის შესახებ ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საეკლესიო წესების მიხედვით, თვითმკვლელობის შემთხვევაში გარდაცვლილს წესს არ უგებენ. თუმცა როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ შემთხვევაში სირაძეს წესს აუგებენ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.