ახალციხეში, სოფელ მინაძესთან მსუბუქი მანქანა ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, „ფიატის“ მარკის მანქანა ბორდიურს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები ამ დროისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.