კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარედ მომხდარ ავტო საგზაო შემთხვევას 2 ადამიანი შეეწირა.
ერთმანეთს “მერსედესის” ჯიპის ტიპის და ასევე “მერსედესის” სედანის ტიპის ავტომობულები დაეჯახნენ.
შეჯახების შედეგად “მერსედესი”-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. დედა და 2 მცირეწლოვანის ავტომობილიდან გადმოყვანა მოხერხდა, მანქანიდან ვერ გადმოვიდნენ და ადგილზე დაიწვნენ 42 და 52 წლის მამაკაცები. ასევე დაშავდა ქალი რომელიც “მერსედესი”-ს ჯიპის ტიპის მანქანაში იმყოფებოდა.
ოთხივე დაშავებული საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედის და მისი 2 მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობის სიმძიმის გამო ისინი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულები რუსეთის მოქალაქეები არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.