მცხეთაში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ხიდზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, სამივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.