ავარია რუსთავში – გარდაცვლილია მოტოცკლის მძღოლი

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა. მაგისტრალზე ავარიის გამო, მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.