ამ დროისთვის ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგენილია-ამის შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გააკეთა
“დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.” -საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.