ავტოავარია ზაჰესთან- “ბეემვეს” მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაში მოზარდები ისხდნენ, რომლებიც სკოლის ბანკეტზე მიდიოდნენ.
შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.