დიღომში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.  საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.