ავარიის შედეგად 19 წლის მორაგბე გარდაიცვალა

ავარიის შედეგად „იუნკერების“ 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას Rugby TV-ის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

ბართლომე კალაძე სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ასაკობრივ გუნდებშიც თამაშობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე.