კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. Cavea-ში აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს გადაწყვეტილება რამდენხანს გაგრძელდება და მოკლევადიანია თუ არა. Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია.