ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა-დაშავებულია 5 ქართველი სამხედრო

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე  სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

ბაგრამის ავიაბაზასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის ხელისუფლებისა და ნატო-ს წარმომადგენლები ადასტურებენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.