ავღანეთის დედაქალაქში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას ავღანეთში “TheWashingtonpost”-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯარისკაცები ქაბულში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპნენ. ერთი გარდაცვლილი აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო მეორე რუმინეთის. ორივე ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მსახურობდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის მიხედვით, დაღუპული ჯარისკაცის ვინაობას ოჯახისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათის შემდეგ გაასაჯაროებენ.