ავიაბაზების აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, დანახარჯს თუ არ დაგვიბრუნებთ- ტრამპი ერაყს

,,ძალიან ძვირადღირებული ავიაბაზები გვაქვს, მათი აშენება მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა, არ წავალთ, თუ დანახარჯს არ დაგვიბრუნებთ”,- ასე მიმართა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყის ხელისუფლებას.

მისი თქმით, ერაყს ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც არასდროს უნახავთ.

აშშ-ს ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში 5000-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სწორედ ამ საერთაშორისო კოალიციური შეთანხმების გაუქმების რეზოლუციას ერაყის პარლამენტმა 5 იანვარს დაუჭირა მხარი.

მიღებული რეზოლუციით , პარლამენტი მოუწოდებს ერაყის ხელისუფლებას, აუკრძალოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. ამავე რეზოლუციით თანახმად, უცხო ქვეყნებს ეკრძალებათ ერაყის ტერიტორიის და საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.