ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში მოხდა, მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე მდინარეში ჩავარდა.
ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც მდინარეში უნდა გადამხტარიყვნენ.
ყველა გარდაცვლილი შვედეთის მოქალაქეა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.