ავიაკატასტროფის გამო 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინული ბოინგ-737-ის ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ავიაკატასტროფა 8 იანვარს, გამთენიისას თეირანში მოხდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თვითმფრინავში 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინული წყაროების ცნობით, მათგან 11 უკრაინელი იყო.

უკრაინის საჰაერო ტრანსპორტის რეგულატორმა მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ირანში ფრენები მანამდე აკრძალა, სანამ ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები დადგინდება.