ავიაკომპანია Lufthansa-მ ფრანკფურტიდან თეირანის მიმართულებით დღის რეისი და აგრეთვე ქალაქ ერბილისკენ 2 ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ფრენები ერაყსა და ირანის მიმართულებით ასევე გააუქმეს Air France-მა, ნიდერლანდურმა KLM-მა, Air Canada-მ, ავსტრალიურმა Singapore Airlines-მა, პოლონურმა LOT-მა, Emirates-მა და სხვა ავიაკომპანიებმა.
ამის მიზეზი ირანის მიერ ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმა დასახელდა.
8 იანვარს გამთენიისას ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს , ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს.