ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.