ავსტრალიამ ხანძრის გამო კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ავსტრალიის ხელისუფლებამ დედაქალაქ კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძრის მთავარი კერა რეგიონის სამხრეთით 18 500 ჰექტარზეა გავრცელებული, წერს BBC.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. მათ კანბერაში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.

სიდნეისა და მელბურნს შორის არსებულ პატარა ტერიტორიაზე, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ცხოვრობს.

,,ახლა მთავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ხანძრის საფრთხე”,- განაცხადა შტატის მთავრობის მეთაურმა.

სექტემბრიდან ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაიღუპა და ათასობით სახლი გაანადგურდა. გადაიწვა 11 მილიონზე მეტი მიწა.