ავსტრალიაში 24 ადამიანს ხანძრის განზრახ გაჩენისთვის ბრალი წაუყენეს

ავსტრალიის პოლიციამ ხანძრის განზრახ გაჩენაში 24 პირს ბრალი წაუყენა. მათ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსიში ხანძრის გაჩენისთვის ედებათ ბრალი.

პოლიციამ 8 ნოემბრიდან გამოძიება 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო, მათგან 40 არასრულწლოვანია. 

47-მა პირმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა. ბრალდებულების ნაწილმა დაარღვია აკრძალვა ცეცხლის დანთების შესახებ. სასამართლოს განაჩენი სიტყვიერი გაფრთხილებიდან სისხლის სამართლებრივ დევნამდე მერყეობს.

ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს. სტიქიას სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ნახევარ მილიარდამდე ცხოველი. ხანძრის ჩაქრობას ხელს მაღალი სიცხე და ქარი უშლის.