ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ  დაკისრებული გირაოს საფასური გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენის ადვოკატი კახა წერეთელი ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, გირაოს საფასური ბიზნესმენმა ოჯახის წევრის უძრავი ქონებით უზრუნველყო.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ავთანდილ წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.