ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.