ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შედარებით მძიმეა კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა. გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით შეიყვანეს და მას ოპერაცია ესაჭიროება.

ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი კერძო სახლის ეზოში შევარდა, სადაც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.