{{ARTICLEIMAGE}}
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თურქეთის კლინიკა დატოვა. მიხეილ გიორგაძის ფოტო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, მინისტრის მოადგილე სახლში გააგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს.
მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში ყვარელში 17 ნოემბერს მოყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იყო, რის შემდეგაც ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.