ავტოავარიისას დაშავებული სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია

 

{{ARTICLEIMAGE}}ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. საავადმყოფოებში ცხრა პაციენტი რჩება.

 

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.  მიკროავტობუსს კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, როდესაც “ფიატის“ მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა – მიკროავტობუსმა კი მკვეთრად დაამუხრუჭა.