ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი თბილისში (ვიდეო)

თბილისში რამდენიმე ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთილია- იუწყება შსს. მათივე ცნობით, დაკავებულია 2 პირი:”1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითი ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”.