{{ARTICLEIMAGE}}
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდამ აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან “რენო კანგოს” მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,წერია უწყების ინფორმაციაში.